ბათუმის ქუჩებიდან გარევაჭრობის კონსტრუქციებს იღებენ
ბათუმის ქუჩებიდან გარევაჭრობის კონსტრუქციებს იღებენ

ბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე განთავსებულ გარევაჭრობისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს იღებენ.

წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვას მოვაჭრეთა მხრიდან უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა, ხოლო ჭავჭავაძის, ლერმონტოვისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე კონსტრუქციების აღება წინააღმდეგობის გარეშე მოხდა. დღეს კომერციულ ჯიხურებს  პუშკინის ქუჩიდანაც აიღებენ.

გარევაჭრობასთან ერთად ბათუმის მერიამ ქუთაისისა და გამსახურდიას ქუჩებზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევები აღკვეთა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი კომერციული ობიექტები მოქმედებს, საზოგადოების ერთი ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა, რომ ობიექტებზე მხოლოდ თურქულენოვანი გარე რეკლამები იყო.

დატოვე კომენტარი