ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდი შემოვა 
ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდი შემოვა 

თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატა “გეპრატი” ბათუმში შემოვა.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ნავსადგურში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და ფრეგატა “გეპრატის” კაპიტანი ჟაკ მალარი ​ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. “გეპრატის” ეკიპაჟის წევრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანკოფონ სტუდენტებსაც შეხვდებიან.

ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წევრები ყვინთვის, ძებნა გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.  ასევე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში.

ფრეგატა “გეპრატი” ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს. ღია ზღვაში გაიმართება ერთობლივი წვრთნები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წევრებთან ერთად.