ბათუმის პორტის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ბათუმის პორტის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბათუმის პორტის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.

უცნობია, რა მიზნით იმყოფება პოლიცია იმ ტერიტორიაზე, სადაც პორტის გაფიცული თანამშრომლები და მოშიმშილეები იმყოფებიან.

შენობის დაცვის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიცია, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობის გამოძახების საფუძველზე მოვიდა და პორტის ადმინისტრაციას შეხვდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსიც მივიდა.

ბათუმის პორტში თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. თანამშრომლების ნაწილი სამუშაოზე უარს აცხადებს.

პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და  გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.