ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუხამედ-რახიმი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად, დაკმაყოფილდა მოშიმშილეთა მოთხოვნა.

გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

შეხვედრა მოშიმშილეებსა და პორტის მმართველი კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ასტანიდან ბათუმში დღეს ჩამოვიდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პორტში საპროტესტო აქცია შეწყდა.

ბათუმის პორტის თანამშრომლები  პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მიმდინარე რეორგანზაციას აპროტესტებდნენ და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდნენ. თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა. დანიარ მუხამედ-რახიმ  განაცხადა, რომ პორტის ხელმძღვანელობა დაგეგმილ რეორგანიზაციას აჩერებს. თუმცა გაფიცული თანამშრომლები შიმშილობის აქციას მაინც აგრძელებდნენ და გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვდნენ.