ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე დიზელით დატვირთულ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე დიზელის საწვავით დატვირთულ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„დიზელით დატვირთულ ვაგონს გაუჩნდა ცეცხლი, რის გამოც იყო დაკვამლიანება, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბათუმის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ხუსეინ სირაბიძემ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაზპე უცნობია.

დატოვე კომენტარი