ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სამხედრო გემები შემოვიდა

09:35, 30.03.2018

ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები ჩამოდგა.

სამხედრო ხომალდები ბათუმში შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში იმყოფებიან.

გემებზე „TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“ 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად სწავლება PASSEX-ი ჩატარდება. ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

მსგავსი