ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შევიდა
ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შევიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შევიდა.

თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ვიზიტი განხორციელდა. ეს საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სხვადასხვა ხომალდის მეოთხე ვიზიტია საქართველოში.

„გეპრატის“ ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წევრები დახვდნენ. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები. ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში. 

25 ნოემბერს ფრანგული ხომალდი ნავსადგურს დატოვებს.

ხომალდი „გეპრატი“ გუშინ, საშტორმო მდგომარეობის გამო, ბათუმის ნავსადგურში ვერ შემოვიდა.