ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა
ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. ისინი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაშია.

ხომალდები ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი) ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც პორტი ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „პორტერმა“ დატოვა.

ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ნატო-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით.

მეზღვაურები ისტორიულ ადგილებსაც მოინახულებენ. 12:00 საათზე კი, ბათუმის ნავსადგურში ეკიპაჟის წევრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.