ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ბათუმის მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

მარტოხელა, მრავალშვილიან და ხანდაზმულ ბენეფიციარებს მერიის თანამშრომლებმა პროდუქტი სახლებში მიუტანეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით შეცვლილია.

უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ. თითოეულ ბენეფიციარზე გათვალისწინებული პროდუქტის ერთი თვის მარაგი სასურსათო პაკეტის სახით გაიცემა.