ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა
ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც მგზავრთა ტემპერატურა გაკონტროლდება.

ბათუმის მერიის ინფორმაცით, სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, იგეგმება აპარატების მონტაჟი დანარჩენ ავტობუსებშიც.

„მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები გატარდა“, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

თერმოსკრინინგის შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი საშუალებით.