ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია [ვიდეო]

ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, თამარის დასახლებაში ქალაქში შესასვლელი მთავარი მაგისტრალი ორი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გადაკეტეს, რომლებიც საპროტესტო აქციას უკვე სამი საათია, მართავენ.

სამართალდამცველები ცდილობდნენ გზის გათავისუფლებას, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.