ბათუმის მერიის წინ, მშენებლობების რეგულირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

15:37, 17.02.2019

ბათომის“, „დაიცავი ბათუმისა” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბათუმის მერიის წინ, ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია გამართეს.

„ბათუმის მერია ხალხის მტერია”, ​’„ბეტონყმობა”, ‘„ნუ ანგრევ”, ‘„გაწიე კედელი ზღვა დამანახე” , „დაიცავი ბათუმი”, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით  აქციის მონაწილეები ბათუმის ისტორიული ზონის ტერიტორიის განსაზღვრას, ისტორიული სახლების შენარჩუნებასა და სპონტანური მშენებლობების რეგულირებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზტორები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებასთან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: 1. შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთნ არსებული ზონალური საბჭო; 2. ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვან რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა; 3.„არა ქიმიურ ტერმინალს” – ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი არ მოაწეროს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტული პროტესტით იმუქრებიან

მსგავსი