ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდება

ბათუმის მერიის ცნობით, ქალაქში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, დახმარებას სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები მიიღებენ.

„მოგეხსენებათ, ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, აჭარის მთავრობაში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად, გატარდა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების მხარდაჭერას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან მუნიციპალიტეტებს ეთხოვათ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სასურსათო კალათებით უზრუნველყოფა. ჩვენ, ბათუმში მცხოვრებ 5 200 ბენეფიციარს სასურსათო კალათას გადავცემთ და დახმარებას გავუწევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათების შეძენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული თანხაა.