თურქეთში დასაქმებულმა და ამჟამად უკვე უმუშევარმა პირებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მოითხოვენ სახელმწიფომ თვითდასაქმებულებად აღიაროს და მათზეც გასცეს კომპენსაცია.
„გვითხრეს, რომ არანაირ სიაში არ ხართო. ნახონ საბაჟოზე მონაცემები, ყოველ დღე გვაქვს საზღვრის კვეთა, უსაქმურად ხომ არ დავდიოდით. ვმუშაობდი მაღაზიაში. გაითვალისწინოს მთავრობამ, რომ საარსებო წყაროს გარეშე დავრჩით. ან დაგვასაქმოს ან ჩვენც დაგვეხმაროს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. 10 დღეში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღდგება, იგეგმება ხალხმრავალი აქცია“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
აქციის მონაწილეები საბანკო გადასახადებზე შეღავათების გაგრძელებაც მოითხოვეს.