ბათუმის მერიასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო
ბათუმის მერიასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

ბათუმის მერიასთან, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვებული საქართველოს“, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ახალგაზრდა ლიდერების“ წევრებმა მერიის შენობაზე სტიკერების გაკვრა მოინდომეს, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება.

„ეს არის ამიერიდან მონების ადგილი, აქ არის მონა მუხრან ვახტანგაძე, პოლიციელებო ნუ გახდებით მონები თქვენც“, – განაცხადა „ალტერნატივის“ წევრმა ხათუნა ბერიძემ.

ამ ეტაპზე საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან დასრულებულია.

ბათუმის მერიასთან აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ. მათ შენობაში მაჟორიტარი დეპუტატის მუხრან ვახტანგაძის ბიუროში შესვლა სცადეს. თუმცა დაცვის პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.