ბათუმის მერიასთან გაფიცული მძღოლები აქციას მართავენ
ბათუმის მერიასთან გაფიცული მძღოლები აქციას მართავენ

ბათუმის მერიასთან გაფიცული მძღოლები აქციას მართავენ. აქციაზე ხმაური იყო.

მიკროავტობუსების გაფიცულ მძღოლებთან ბათუმის მერიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მერიის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს სთხოვეს ხუთი წარმომადგენლის შერჩევა, რომლებსაც ვიცე-მერი შეხვდება. გაფიცული მძღოლები ითხოვენ მათთან ქალაქის მერი გავიდეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სამარშრუტო მოკროავტობუსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების განხილვა გადაიდოს, რომელიც საკრებულოში დღეს არის დაგეგმილი.

დილიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ მოძრაობს. მძღოლების განცხადებით, ახალი რეგულაციები შედის ძალაში, რითაც დასაქმებულთა რაოდენობა განახევრდება.