ბათუმის „მედალფაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა
ბათუმის „მედალფაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა

ბათუმის „მედალფაში“ კორონავირუსით 74 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ კლინიკაში გაკეთდა. კლინიკის ინფორმაციით, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა.

კლინიკა „მედლაფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, პაციენტი 21:50 საათზე დაიღუპა.

„პაციენტი 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს. 13 აპრილიდან გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. პაციენტს აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.