ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 475 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 475 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 475 პირი გამოიკვლიეს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

დღის ბოლოს გახდება ცნობილი 37 პირის ტესტის პასუხი, რომლებიც ცხელების ცენტრებში რესპირატორული ჩივილებით დღეს დილით მოათავსეს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი სამი ინფიცირებული.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 23119 პირს. კარანტინში იმყოფება 1641 პირი. იზოლაციის სივრცეები სულ 9427-მა მოქალაქემ დატოვა.