ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

12:30, 23.06.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში კიდევ 37 პირს გამოიკვლევენ, რომლებმაც ცხელების კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს. ანალიზების პასუხები დღის ბოლის გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 18594 პირს. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში რჩება 1 125 პირი. საკარანტინო სივრცეები დატოვა 8 439-მა მოქალაქემ.

მსგავსი