ბათუმის ლაბორატორიებში კიდევ 246 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში კიდევ 246 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე გუშინ ღამით 246 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

დღის განმავლობაში ასევე გამოიკვლევენ 33 პირს, რომლებმაც დღეს რესპირატორული სიმპტომებით ცხელების ცენტრებს მიმართეს. პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.