ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს 623 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

12:09, 12.07.2020

ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 623 პირი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია.

არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 27 287 პირს. კარანტინში იმყოფება 2 213 მოქალაქე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს შვიდი ინფიცირებული გადის.

მსგავსი