ბათუმის ლაბორატორიებში გამოკვლეული 126 პირის პასუხი უარყოფითია
ბათუმის ლაბორატორიებში გამოკვლეული 126 პირის პასუხი უარყოფითია

გასულ ღამეს ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 126 პირი გამოიკვლიეს და ყველა მათგანის შემთხვევაში ტესტის პასუხი უარყოფითია.

30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 13 047 პირს.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 769 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცე 7 282-მა ადამიანმა დატოვა.