ბათუმის ლაბორატორიებში დილიდან 60-მდე პირის ანალიზს იკვლევენ
ბათუმის ლაბორატორიებში დილიდან 60-მდე პირის ანალიზს იკვლევენ

ბათუმის ლაბორატორიებში დილიდან 60-მდე პირის ანალიზი გაიგზავნა. პასუხებს დღის ბოლოსთვის ელოდებიან.

ტესტირების პროცესში უკვე ჩაერთო ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაც.

გუშინ ლაბორატორიაში პირველი 46 ანალიზი შეისწავლეს. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

ახალ ლაბორატორიაში ძირითადად „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტებს გამოიკვლევენ.

ფართოვდება ბათუმის ლუგარის ლაბორატორიაც. დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტების რაოდენობის 300-მდე გაზრდას, საჭიროების შემთხვევაში კი მათსავე ტერიტორიაზე ახალი ლაბორატორიის გახსნას გეგმავენ.

არსებული კონტაქტებისა და საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების პარალელურად, ბათუმში მედიკოსების, საკარანტინო ზონების პერსონალისა და სხვა რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების კვლევაც მიმდინარეობს.