ბათუმის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევისთვის 50 მოქალაქის სინჯი გაიგზავნა

18:36, 17.04.2020

ბათუმის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში ახალ კორონავირუსზე გამოკვლევისთვის 50 მოქალაქის სინჯი გაიგზავნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოსაკვლევთა შორის არიან როგორც ცხელების ცენტრიდან, ასევე ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პირები.

ტესტების პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა გაიზარდოს. უწყების ცნობით, ბათუმის ლაბორატორიას დღე-ღამის განმავლობაში 120 სინჯის კვლევის შესაძლებლობა აქვს.

დღეს გამოკვლეული 35 პირის სინჯის პასუხები უარყოფითი იყო. ახალი კორონავირუსი მხოლოდ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 10 წლამდე მოზარდს დაუდასტურდა. იგი თბილისში გადაიყვანეს.

მსგავსი