ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა.

კლინიკის მენეჯერის ლევან ანთაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულები შუახნის ქალი და მამაკაცი არიან.

„კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მიმდინარეობს გაწერის პროცედურები და სავარაუდოდ პაციენტები დღესვე დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან ანთაძემ.

კლინიკაში ამ დროისთვის 36 ინფიცირებული რჩება.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს საათებში ელოდებიან დღევანდელი კვლევის შედეგებსაც.

ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 132-ია.