ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 37 ინფიცირებული პაციენტია, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 37 ინფიცირებული პაციენტია, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევის შემდეგ ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.

პაციენტთა მდგომარეობა უცვლელია, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 78 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენის მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. უმრავლესობას აღენიშნება პნევმონია.

კლინიკა უკვე დატოვა მედდამ, რომელიც პაციენტთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. მას ვირუსი აღარ აღენიშნებოდა რამდენიმე დღეა, თუმცა კლინიკაში პნევმონიის გამო რამდენიმე დღით მაინც დატოვეს.