ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორი - კლინიკიდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი შესაძლოა, ორი დღეში გაეწეროს
ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორი - კლინიკიდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი შესაძლოა, ორი დღეში გაეწეროს

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორი ალექსი გოხელაშვილი აცხადებს, რომ კლინიკიდან პირველი პაციენტი შესაძლოა, ხვალ ან ზეგ გაეწეროს.

როგორც ალექსი გოხელაშვილმა აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიმპტომები არ აღენიშნება და ელოდებიან ანალიზის პასუხს.

„რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ 70 წლის მამაკაცის მდგომარეობას, იგი კრიტიკულია, კვლავ მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დაინფიცირებული პაციენტებიდან ოთხს აქვს პნევმონია. რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კარანტინიდან ერთი საეჭვო პაციენტი გუშინ შეიყვანეს.

ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას ბათუმში 12 საკარანტინო სივრცეა და კარანტინში 2 ათასზე მეტი პირია მოთავსებული.