ბათუმის ჯაზფესტივალი „ინკოგნიტოს“ კონცერტით დაიხურა
ბათუმის ჯაზფესტივალი „ინკოგნიტოს“ კონცერტით დაიხურა

ბათუმის ჯაზფესტივალი დასრულდა. დასკვნითი კონცერტი ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა „ინკოგნიტომ“ გამართა. ორსაათიანმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია. იმ მომენტიდან, როცა პირველად ჩამოვედი, განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი – გულწრფელად გეუბნებით. აქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვებიან. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. დავინახე ღიმილი ხალხის სახეზე და როდესაც მაყურებელი ასეთი ანთებულია, ეს ჩემს სულსა და გულს ანათებს. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა“, – აღნიშნა ცნობილმა გიტარისტმა, მომღერალმა, პროდიუსერმა და „ინკოგნიტოს“ ლიდერმა, ჟან პოლ მონიკმა.

ბათუმის ჯაზფესტივალი მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობა.