ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პირი გადაიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი პირი გადაიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გუშინ ღამით ორი პირი გადაიყვანეს. მათი ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს საავადმყოფოში და სხვა პირებთან ურთიერთობა არ ჰქონიათ.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება ერთი ინფიცირებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საკარანტინო სივრცეში ბათუმში 300-ზე მეტი პირი იმყოფება. 100-ზე მეტი რჩება თვითიზოლაციაში.