ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გადაყვანილი ხუთი პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

18:32, 24.03.2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გადაყვანილი ხუთი პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ანალიზების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საკარანტინო სივრციდან ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ოთხი პაციენტი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.

ინფექციურში რჩება ხუთი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მხოლოდ ერთს აღენიშნება შედარებით მაღალი ტემპერატურა.

საკარანტინო ზონაში აჭარაში 1100-მდე პირია.

მსგავსი