ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 14 პირი შეიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 14 პირი შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 14 პირი გადაიყვანეს, მათ შორის ოთხი კარანტინიდან, 10 კი, თვითდინებით და ოჯახის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ.

ყველა მათგანს ჩაუტარდება გამოკვლევა. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის, აჭარაში რვა კოვიდინფიცირებულია, 2050 ადამიანი რჩება 25 საკარანტინო სივრცეში, 70-მდე კი თვითიზოლაციაშია.