ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ოთხი ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან, ექვსი ინფიცირებული კი, მკურნალობას განაგრძობს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ოთხი ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან, ექვსი ინფიცირებული კი, მკურნალობას განაგრძობს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე დღეს კიდევ ოთხი ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან.

კლინიკაში აღნიშნული პაციენტები გუშინ გვიან ღამით, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ამასთან, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი მკურნალობს.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი პაციენტი კი, საშუალო სიმძიმისაა.

„მხოლოდ საშუალო სიმძიმედ შეიძლება შეფასდეს ერთი პაციენტის მდგომარეობა. იგი 70 წელს გადაცილებული ქალბატონია, თუმცა მას სუნთქვის უკმარისობა ან პნევმონია არ აღენიშნება“, – განაცხადა დავით მურვანიძემ.

აჭარაში საკარანტინო ზონაში 1700-ზე მეტი პირი იმყოფება.