ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით საკარანტინე ზონიდან საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირი შეიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით საკარანტინე ზონიდან საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირი შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირი შეიყვანეს. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. მათი ანალიზების პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„ერთადერთი სიმპტომი აღენიშნებათ შემოსულებს, ეს არის ტემპერატურის მატება. ყველა შუახნისაა. ისინი უცხოეთიდან არიან დაბრუნებული და საზღვრიდან ყველა საკარანტინო სივრცეში მოხდა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, თამაზ კარანაძემ.

ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს. ერთს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

აჭარაში 600-ზე მეტი პირი საკარანტინე ზონაში, 100-ზე მეტი კი, თვითიზოლაციაში იმყოფება.