ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შესული 25 პაციენტიდან 20-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შესული 25 პაციენტიდან 20-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შესული 25 პაციენტიდან 20-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთის პასუხი კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გუშინ დღის განმავლობაში ცხელების კლინიკაში 24 პირი გადაიყვანეს, ერთი პირი კი მათ მოგვიანებით დაემატა, თუმცა 25-დან მხოლოდ შვიდს აღენიშნებოდა ვირუსისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშნები. დანარჩენი პაციენტები რესპირატორული ინფექციის ნიშნებით კლინიკაში თვითდინებით მივიდა, თუმცა ამის მიუხედავად, გუშინ საღამოს გადაწყდა, რომ ყველა მათგანისგან აეღოთ ანალიზები.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეიდან პროცესში ჩაერთვებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის დატრენინგებული სპეციალისტები, რათა არ მოხდეს ცხელების კლინიკაში დიდი რაოდენობთ ადამიანების შედინება და ტესტები არ გაიხარჯოს არასაჭირო შემთხვევებისთვის.