ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 11 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

20:17, 03.04.2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საეჭვო სიმტომების მქონე 11 პაციენტი გამოიკვლიეს. ანალიზების შედეგების თანახმად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

საკარანტინო ზონიდან და თვითდინებით 11 პაციენტი ცხელების ცენტრში დღეს დილით შევიდა.

ამჟამად, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ რჩება შვიდი ინფიცირებული რჩება. აჭარაში, 22 საკარანტინო ზონაში 2050 ადამიანია, თვითიზოლაციაში კი, 70 პირი.

მსგავსი