ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება

16:49, 07.06.2019

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ახალ სცენაზე სპექტაკლის „კუნძული“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორია იოსებ ბაკურაძე. „კუნძული“ არის კომიქსი ერთ მოქმედებად, რომელიც მეტაფორული ფორმით გადმოსცემს ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკას, სამყაროს სისასტიკეს.

სპექტაკლის პრემიერა 14-15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი