ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაზიანებულ ფრესკებს სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის თანამშრომლები გაეცნენ
ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაზიანებულ ფრესკებს სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის თანამშრომლები გაეცნენ

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის თანამშრომლები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინასაპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.

„საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სააგენტო სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაგეგმავს შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებს, რაც ითვალისწინებს სახურავის შეკეთებას და კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციას“, – აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.