ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა
ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში 6000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა თამარ ქაიშვილმა დაუდასტურა, თუმცა ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ შეტყობინება საავადმყოფოდან შევიდა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.