ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული საკარანტინო სივრცე 89 მოქალაქემ დატოვა
ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული საკარანტინო სივრცე 89 მოქალაქემ დატოვა

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული საკარანტინო სივრცე დღეს 89 მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.