ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს
ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს

ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში განთავსდა, ცოტა ხნის წინ ტემპერატურის მატებისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ნიშნებით რვა პირი შეიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული მათგანის შემთხვევას გამოიკვლევენ და მათ ტესტი ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ორი პაციენტის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.