ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრების 18 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

19:45, 19.05.2020

ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრებში რესპირატორული სიმპტომებით გადაყვანილ 18 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 18-ვე სინჯის პასუხი უარყოფითია.

ამასთან, ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგებიც. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 9 700-მდე პირს ჩაუტარდა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი