ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობის გახსნას პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებიან

19:25, 27.03.2019

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებიან.

თეატრი განახლებულ შენობას სპექტაკლის პრემიერით ხვდება. დღეს ნაჩვენები იქნება დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული kldiashvili.ge.

რეაბილიტირებული შენობის გახსნის პარალელურად, თეატრის წინ აქციას მართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ პრემიერს ქვეყანაში არსებული კორუფცია, ნეპოტიზმი და გაჩერებული პროექტები უნდა შეახსენონ.

მსგავსი