ბათუმის დრამატული თეატრის დასი 27 ოქტომბერს სპექტაკლს „ზაფხულის დღე“ გამართავს

11:12, 24.10.2018

ბათუმის დრამატული თეატრის დასი 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრემიერო ჩვენებაზე სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ზაფხულის დღე“ გამართავს. პიესის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება გაბრიელ გოშაძეს ეკუთვნის, მხატვარი მირიან შველიძე არის, ხოლო ქორეოგრაფი ეკატერინე ღლონტი.

სპექტაკლში მთავარ როლებს ზაზა ზოიძე, ოთარ ქათამაძე და მარინა ბურდული ასრულებენ.

სპექტაკლი უიღბლო მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავის ჩამოხრჩობას გადაწყვეტს. აღმოჩნდება, რომ იგი მარტო არ არის, რადგან გამოჩნდება იღბლიანი მამაკაცი, ვისაც ასევე ჩაუფიქრებია თვითმკვლელობა.

სპექტაკლი ეძღვნება მსახიობ მიშა ჯოჯუას ხსოვნას.

მსგავსი