ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი გიორბელიძის ტრანსფერზე - საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი გიორბელიძის ტრანსფერზე - საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გურამ გიორბელიძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონს დაემატება.

„ტრანსფერზე მუშაობა, ფაქტობრივად, დამთავრებულია – გადაწყვეტილია, რომ გიორბელიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს“, – გვითხრა არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა შეთანხმების პირობებზეც გააკეთა კომენტარი: „პირველ ეტაპზე ეს იქნება იჯარა, მაგრამ ავსტრიული „ვოლფსბერგერისგან“ კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მოვიპოვეთ“.

გიორბელიძის ტრანსფერი ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ ეკუთვნის. ფეხბურთელი გასულ სეზონში იჯარით პოლონეთის ექსტრაკლასას ლუბინის „ზაგლებიეში“ გადავიდა, მაგრამ ბოლოს ამ გუნდის შემადგენლობაში 2022 წლის 12 იანვარს ითამაშა.

26 წლის გურამ გიორბელიძეს საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ, 2021 წლიდან იწვევენ. მან „ჯვაროსნების“ ფორმით სულ 11 მატჩი ჩაატარა.