ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი - მალე გუნდში ძლიერ და გამოცდილ ფეხბურთელებს იხილავთ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი - მალე გუნდში ძლიერ და გამოცდილ ფეხბურთელებს იხილავთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი მოთამაშე, გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე ჩაერთო, რომელმაც საკადრო საკითხებზე ილაპარაკა.

„გუნდში გამოცდილი და შეთამაშებული ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ გაძლიერება ყველა რგოლში კარგი იქნება. კარგად მუშაობს ჩვენი სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი. ჩემი აზრით, კარგი იქნება ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ“.

მისი თქმით, გუნდი ტრანსფერების განხორციელებაზე უკვე მუშაობს.

„ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის და მალე ბათუმის „დინამოში“ ჩვენი გულშემატკივრები საგრძნობლად ძლიერ და გამოცდილ ფეხბურთელებს იხილავთ. დაიწყო მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ არ მინდა გვარები დავასახელო. გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება და დაკომპლექტდება. მაგრამ კარგი გუნდია და ბევრის დამატება არ დაგვჭირდება“.