ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველ ტესტმატჩი მოიგო #1TVSPORT

21:25, 11.07.2026

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა „ამედსპორთან“ გამართა და 2:0 გაიმარჯვა.

თურქეთის ქალაქ ერზრუმში მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე გია ჭიაბრიშვილის გუნდი თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. ანგარიში უერდი მარამ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ახალწვეულმა მაურიდესმა დააფიქსირა.

ბათუმელები კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 15 ივლისს ისევ თურქეთის სუპერლიგის გუნდს, „რიზესპორს“ შეხვდებიან, ხოლო შეკრებას 16 ივლისს კვლავ „ამედსპორთან“ შეხვედრით დაასრულებენ.

მსგავსი