ბათუმის „დინამომ“ „საბურთალო“ დაამარცხა - ვიცე-ჩემპიონი გალიდერდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „საბურთალო“ დაამარცხა - ვიცე-ჩემპიონი გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეორე ტური ბათუმის „დინამოს“ და „საბურთალოს“ დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

ბათუმის სტადიონზე გამართულ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში „დინამოში“ სადებიუტო თამაში გურამ გიორბელიძემ ჩაატარა – საქართველოს ნაკრების მცველი ეროვნულ ლიგაში ევროპაში სამწლიანი გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა.

დასაწყისიდანვე უპირატესობას ბათუმის „დინამო“ ფლობდა, მაგრამ 32-ე წუთზე კონტრშეტევა გამოეპარათ და „საბურთალომ“ ანგარიში გახსნა. შოთა ნონიკაშვილმა რთული მდგომარეობიდან ეფექტური გოლი გაიტანა და სტუმრებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

„დინამომ“ შესვენების შემდეგ თამაში სწრაფად შემოატრიალა. ამაში დიდი როლი ირაკლი ბიძინაშვილმა ითამაშა. 49-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. 56-ე წუთზე ბიძინაშვილმა ეფექტური დრიბლინგი თავად დააგვირგვინა 2:1. 61-ე წუთზე კი ჯოვინო ფლამარიონმა „საბურთალოს“ მესამე გოლიც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ ქულათა მაქსიმუმი (6) დააგროვა და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა, ხოლო „საბურთალოს“ ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ქულაა.