ბათუმის „დინამომ“ რუსეთის პრემიერლიგის „ამკარს“ მოუგო

00:22, 19.02.2018

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო თამაში ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის გუნდს მოუგო.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გააოცეს. ორი დღის წინ ბათუმელებმა ესტონეთის სუსტი ლიგის „ლევადიასთან“ 0:3 წააგეს, ახლა კი ბევრად ძლიერი ლიგის წარმომადგენელს, პერმის „ამქარს“ დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 64-ე წუთზე ბათუმელთა ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.

„დინამო“ ბთ – „ამკარი“ 1:0

გოლი: 1:0 ჯანელიძე (64)

დინამო: ტაკიძე, ფარტენაძე, ჩალაძე, ჭელიძე, გოგიტიძე, ვარშანიძე, თევდორაძე, ქავთარაძე, ილურიძე, ჯოვინო, კვარაცხელია.

მსგავსი