ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო თამაში ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის გუნდს მოუგო.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გააოცეს. ორი დღის წინ ბათუმელებმა ესტონეთის სუსტი ლიგის „ლევადიასთან“ 0:3 წააგეს, ახლა კი ბევრად ძლიერი ლიგის წარმომადგენელს, პერმის „ამქარს“ დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გოლი შეხვედრის 64-ე წუთზე ბათუმელთა ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.
„დინამო“ ბთ – „ამკარი“ 1:0
გოლი: 1:0 ჯანელიძე (64)
დინამო: ტაკიძე, ფარტენაძე, ჩალაძე, ჭელიძე, გოგიტიძე, ვარშანიძე, თევდორაძე, ქავთარაძე, ილურიძე, ჯოვინო, კვარაცხელია.