ბათუმის „დინამომ“ ფლამარიონის დუბლით გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ფლამარიონის დუბლით გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ საშინაო არენაზე „თელავს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.

მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. მუსა კონატეს გადაცემით თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა და ბათუმელები დააწინაურა. 90+5-ე წუთზე „დინამომ“ მეტოქის კარი მეორედ აიღო – საგოლე პასი კვლავ კონატემ შეასრულა, გოლი კი ისე ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.

საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 35 ქულა დააგროვეს, რითიც „საბურთალოსა“ (32) და წყალტუბოს „სამგურალს“ (32) ისევ გადაასწრეს. ჯოვინო ფლამარიონი კი ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ლიდერობას ინარჩუნებს.